სასწავლო პროექტი

რაჟდენ კონტრიძე

,,დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან’’

  1. პროექტის მთავარი იდეა: სოფელ ლიხაურში ცხოვრობდა ღვაწლმოსილი პიროვნება რაჟდენ კონტრიძე, რომლის შესახებ ახლანდელმა და  წინა თაობამაც არაფერი იცის, მაგრამ მას დიდი ამაგი მიუძღვის, როგორც ლიხაურელების, ასევე მთელი გურიის წინაშე. უნდა გავაცნოთ საზოგადოებას მისი ღვაწლის შესახებ საგანმანათლებლო საქმეში.
  2. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას, გამოიმუშავებენ ინტერვიუს აღების ტექნიკას, შეძლებენ სინთეზურ აზროვნებას და ისტ. ტექნოლოგიების გამოყენებას.
  3. პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოპოვების, კვლევა-ძიების და ურთიერთთანამშრომლობის უნარი. შეძლებენ ინფიორმაციის მოძიებას, დამუშავებას, შენახვას და გამოქვეყნებას.
  4. მოსწავლეთა ასაკი: 12/13.
  5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა;
  6. მოსალოდნელი შედეგები: რაჟდენ კონტრიძის შესახებ შეგროვდება მასალა და დახარისხდება. შეიქმნება კედლის გაზეთი, გაკეთდება ჩანაწერები და გამოქვეყნდება ბლოგი.
  7. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ავტოკალამი, რვეულები, მარკერები ფოტოაპარატი, კომპიუტერი.
  8. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 
            1. პროექტის იდეის, მიზნების და ვადების გაცნობა.
            2. ჯგუფებად დაყოფა და დავალებების გადანაწილება.
3. კონკრეტული დავალების შესაბამის ვადებში შესრულება და ანგარიშის წარმოდგენა.
4. ჯგუფების ეტაპობრივად შემოწმება, შესრულებული დავალებების ანალიზი, დისკუსია და დამატებითი ინსტრუქტაჟი ( მაგ. ისტ. საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით).
5. მოძიებული მასალის დახარისხება.
6. საბოლოო შეჯერება და აუდიტორიისთვის წარდგენა. თითოეული ჯგუფი წარადგენს მოძიებულ მასალას აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის სახით, აგრეთვე ისტ-ის მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები შექმნიან ბლოგს, სადაც განათავსებენ მოძიებულ ფოტოებს და სხვა მასალებს.
7. შეფასება მოხდება ჯგუფურად იმის მიხედვით, თუ როგორ იყო მუშაობის  პროცესში ჩართულობა და წვლილი.
        10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ისტ-თან ინტეგრირებით.
         11. პროექტის ხელმძღვანელი: მაია გოგორიკიძე;
            12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: maiagogorikidze@gmail.com